დაბრუნების პირობები წარმოადგენს coffee academy-თ სარგებლობის პირობების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომაურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებსაც.
რა შემთხვევაში ვიბრუნებთ?
- 1. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე, თუ:
- მიწოდების შემდეგ დაირღვა პროდუქტის ჰერმეტულობა, ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაკარგვის გამო;
- პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს;
- მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (კოლოფი, თავსახური, ეტიკეტი და სხვა);
- პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი ან არის ნაკლული;
- დოკუმენტალურად არ დასტურდება, რომ პროდუქტი შეძენილია coffee academy-ზე.
- 2. coffee academy – მ არ შეასრულა ვალდებულება:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
- პროდუქტი დაზიანებულია;
- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა coffee academy-ის მხრიდან 24 საათზე მეტით;
- 3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
- პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?
- შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ….. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და ელ ფოსტაზე: info@coffeeacademy.ge
რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?
- •თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
- თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
coffee academy ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
- თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
- coffee academy მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.
